top of page
Image by Filip Zrnzević

თერაპიულ სესიების საშუალებით შეგიძლია:​

  • გაზარდო თვითლმობიერების განცდა.
     

  • გაიუმჯობესო ჯანსაღი თავდაჯერებულობა.
     

  • იყო უფრო ცხადი და გულისხმიერი ურთიერთობებში.
     

  • მიიღო მეტი ჯანსაღი კმაყოფილება ცხოვრებისას.
     

  • შექმნა მოქნილი ბალანსი მღელვარების და გამოწვევების დროს.

Image by Etienne Girardet

როდის შეიძლება, მიმართოთ თერაპევტს?

შფოთვა, ემოციური გადატვირთულობა, დაბალი გუნება-განწყობა, კონფლიქტები ურთიერთობებში, ქრონიკული სტრესი, სიმორცხვის განცდა, გადაღლა, თავდაუჯერებლობა - თუ ამ მდგომარეობებიდან რომელიმესთან აიგივებთ თავს, ინდივიდუალური ფსიქოთერაპია თქვენთვის შესაძლოა იყოს მხარდამჭერი და გამოსავლის პოვნის გზა.

ფსიქოთერაპიის მახასიათებლები

მტკივნეული გამოცდილებები

თერაპიული სესიების მხარდაჭერით ადამიანებს შეუძლიათ მტკივნეული მოგონებების დამუშავება და წარსული გამოცდილებების ინტეგრირება, ემოციური მედეგობისა და შინაგანი დაცულობის შეგრძნების გაძლიერება.

ემოციებზე ორიენტირებულობა

შეიძლება, გრძნობდეთ შფოთვას, ენერგიის სიმცირეს ან დაბინდულობას, რაც მოტივაციის ნაკლებობას უკავშირდება - ჩვენი სესიები თანდათან დაგიბრუნებთ ემოციურ ჩართულობას, სიმტკიცესა და შინაგან სიცხადეს.

შინაგანი ბალანსი

თერაპიული მუშაობა მიმართულია იმ შინაგანი რესურსების გაძლიერებაზე, რომლებიც გვეხმარება დაძაბული მომენტებისას ბალანსის აღდგენაში, ურთიერთობების გაჯანსაღებასა და სასურველი ცხოვრების რიტმის პოვნაში — ნაცვლად იმისა, რომ ვეძებოთ იდეალური ან სტატიკური ჰარმონია.

მედეგობის გაძლიერება

ტრავმა-მგრძნობიარე ფსიქოთერაპიული სესიები მაქსიმალურად უსაფრთხო და ფაქიზი ფორმით მუშაობას გულისხმობს. ეს მიდგომით სტრესეორების მიმართ მედეგობას აუმჯობესებს - ცხოვრებისთვის დამახასიათებელ სირთულეებს მეტი თავდაჯერებით, სიმშვიდით, სიცხადითა და შინაგანი ნდობით ხვდები.

კონფლიქტის ტრანსფორმაცია

სესიები დაგეხმარებათ, მეტი სიცხადით, თავდაჯერებულობით და თვით-მზრუნველობით მართოთ კონფლიქტები სხვადასხვა კონტექსტში — განივითაროთ ურთიერთობის, ლიმიტების პატივისცემის და ურთიერთობების აღდგენის უნარები .

ჯანსაღი ურთიერთობები

ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა დაგეხმარებათ იმგვარი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, რომლებიც დაფუძნებულია ნდობაზე, პატივისცემაზე, საზღვრებსა და ემოციურ დაცულობაზე. როდესაც საკუთარი თავთან კავშირი უმჯობესდება, სასურველ სხვებთან ურთიერთობების გაღრმავების უნარიც იზრდება.

რა სახის ფსიქოთერაპიას გთავაზობთ?

ჩემი მიდგომა ემყარება სამ მთავარ მეთოდს, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ და ქმნიან სხეულზე ორიენტირებულ, უსაფრთხო, მიმღებლურ და თანაგრძნობაზე დაფუძნებულ სივრცეს:

 IFS — შინაგანი ოჯახური სისტემის თერაპია

Image by Diana Parkhouse

IFS-ის მოდელის მიხედვით, თითოეულ ჩვენგანში გარკვეული ემოციები, განცდები, სხეულებრივი შეგრძნებები არსებობენ როგორც "ნაწილები" - ზოგჯერ ეს ნაწილები გვეხმარებიან გადარჩენაში, ზოგჯერ კი კონფლიქტში მოდიან ერთმანეთთან. თერაპიის მიზანია ამ ნაწილების მოსმენა, დაყვავება, გაგება და მათი ინტეგრირება ისე, რომ ჩვენი „ნამდვილი მე“ პიროვნება გახდეს ყოველდღიურობაში წამყვანი, და არა მაგ. შიში, სირცხვილი, აგრესია ან სხვა არასასურველი მდგომარეობა. ეს მიდგომა ხელს უწყობს პიროვნებაში სიმშვიდის, თავდაჯერებულობის, დაკავშირებულობის, ცნობისმოყვარეობის, სილაღის, გაბედულების, შემოქმედებითობის, თანალმობის და სიცხადის განვითარებას.

EMDR — თვალის მოძრაობით დესენსიტიზაცია და რეპროცესირება

EMDR არის მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიული მეთოდი, რომელიც ნერვულ სისტემას ეხმარება მტკივნეული, არასასურველი გამოცდილებების გადამუშავებასა და ინრეგრირებაში.

 

ორმხრივი სტიმულაციის (მაგ., თვალის მოძრაობის) მეშვეობით, ფსიქიკა ნელ-ნელა ახერხებს არასახარბიელოდ დამუხტული მოგონებების ინტეგრაციას ისე, რომ ისინი აღარ მართავდნენ ჩვენს ემოციებსა და სხეულს.

Image by Markus Spiske

პოლივაგალური თეორიის პინციპებზე დაფუძნებულობა

Image by Gary Meulemans

პოლივაგალური თეორია აღწერს იმას, თუ ჩვენი აღქმები, ქცევები, ემოციები და ურთიერთობები რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ნერვული სისტემის მდგომარეობასთან და დაცულობის ფუნდამენტურ განცდასთან.

 

თერაპიულ პროცესში ვცდილობთ, განვავითაროთ სწორედ დაცულობის და უსაფრთხოვების განცდა - რაც თავის მხრივ ქმნის საზრისული კავშირის ჩამოყალიბების, აგრეთვე - შინაგანი რესურსების აღმოჩენის და გამოყენების შესაძლებლობას.

© 2025. Paata Alaverdashvili. Homeostasis.

123_edited_edited.png
bottom of page