top of page

ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან მუშაობა

ორგანიზაციულ და ჯგუფურ გარემოში მნიშველოვანია, მათი წევრების ნერვული სისტემისთვის მეგობრული გარემო არსებობდეს — ისეთ სივრცე, სადაც შესაძლებელია, რომ დაცულობის განცდა, მედეგობა, სანდოობა, საზრისული კავშირები და ურთიერთობები არსებობდეს. აღნიშნულის მისაღწევად ორგანიზაციებს ვთავაზობთ სათანადო გამოცდილებებს ვორქშოპებისა და ტრენინგების სახით.

 

ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან მუშაობა დაფუძნებულია გამოცდილებითი სწავლების მეთოდოლოგიაზე — ეს გულისხმობს უშუალო გამოცდილებას და მასზე რეფლექსიას, მონაწილეებში ემოციური ჩართულობის და ცნობიერების გაძლიერებას, თვითრეფლექსიას და ჯგუფური პროცესების მიმართების მგრძნობიარობის განვითარებას. ტრენინგები მოიცავს მცირე თეორიულ და უმეტესად - პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

თემატური მიმართულებები

1. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ემოციური ცნობიერების ამაღლება

Image by Sylvain Brison

ორგანიზაციული ცხოვრებისას ხშირად არ არის საკმარისი დრო ან რესურსი იმისთვის, რომ ვიფიქროთ, როგორია წევრების და დასაქმებულების ემოციური მდგომარეობა და რა გავლენა აქვს ამას მუშაობაზე ცალკეული გუნდის, დეპარტამენტის თუ მთილანი ორგანიზაციის ფუნქციონირებაზე.

 

ამ ტრენინგზე ორგანიზაციების წარმომადგენლები სწავლობენ, როგორ შეამჩნიონ ემოციური სირთულეები (შფოთვა, გადატვირთულობა, ემოციური “გათიშვა”) გუნდში და როგორ გაუმკლავდნენ ამას სათანადოდ, განკითხვის ან სტიგმის გარეშე. ასევე - თუ როგორ გავხადოთ თანამშრომლობის სივრცე უფრო მზრუნველი და ემოციურად დაცული.

2. სტრესის რეგულაცია და ნერვული სისტემის მედეგობა

Image by Priscilla Du Preez 🇨🇦

პოლივაგალური თეორიაზე დაფუძნებულ ამ ვორქშოპებზე ორგანიზაციის წარმომადგენლები სწავლობენ იმას, თუ როგორ რეაგირებს ნერვული სისტემა ხანგრძლივ სტრესზე, გადაღლასა და გადატვირთულობაზე, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ორგანიზაციულ გარემოში. ასევე, ეცნობიან განკითხვის ენისა და დამოკიდებულებების გავლენას ნეიროფსიქოლოგიურ დონეზე.

 

მონაწილეები იღებენ ისეთ ცოდნას და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომელიც ეხმარებათ, შექმნან ისეთი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულების ნერვული სისტემის მშვიდ ფუნქციონირებას.

3. ტრავმაზე მგრძნობიარე ორგანიზაციული გარემოს შექმნა

Image by Annie Spratt

ორგანიზაციებში, მისი წევრების ტრავმული გამოცდილებების გავლენა ხშირად  უხილავია ხოლმე, თუმცა ახდენს გავლენას ჯგუფურ დინამიკაზე, ნდობასა და ურთიერთობის ფორმებზე.

 

ტრენინგი უზრუნველყოფს უნარებს იმისთვის, რომ შეიქმნას ტრავმის მიმართ მგრძნობიარე გარემო — სადაც ძველი ტკივილების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენცია ხდება და წევრების კეთილდღეობა ორგანიზაციული სტრატეგიის ნაწილია.

4. კონფლიქტების მართვა და ტრანსფორმაცია

Image by Redd Francisco

კონფლიქტი ორგანიზაციულ ცხოვრებაში გარდაუვალია, თუმცა ის არ უნდა იყოს დესტრუქციული. სათანადოდ წარმართული კონფლიქტი იქცევა ხოლმე ცვლილებისა და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობად.

 

ამ ტრენინგზე ორგანიზაციის წევრები სწავლობენ, როგორ აღიქვან კონფლიქტი როგორც სიგნალი და არა როგორც მარცხი — როგორ მართონ აღქმები და დააფიქსირონ პირადი რეაქციები კონფლიქტის დროს (მაგ. გამწვავება, დისტანცირება, შიში, ლოიალურობის მოპოვების მცდელობა და ა.შ.).

ტრენინგზე მონაწილეები ეცნობიან პრაქტიკებს, რაც მათ ეხმარებათ უსაფრთხო და თანაგრძნობიან სივრცეების შექმნაში, აზრთა სხვადასხვაობის, უკმაყოფილებისა და დაძაბულობის ისე მართვაში, რომ შექმნან ნდობა, გაუმჯობესდეს კომუნიკაცია და შემცირდეს განმეორებადი სტრესის მექანიზმები თავიანთ ორგანიზაციებში.

როგორ ტარდება ტრენინგები?

ყველა ტრენინგი არის ინტერაქტიული, მონაწილეობასა და გამოცდილებაზე ორიენტირებული. ვიყენებთ ფსიქო-საგანმანათლებლო მასალებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ჯგუფურ რეფლექსიებს, მცირე დისკუსიის წრეებს და შემოქმედებით ელემენტებს სესია ყოველთვის მორგებულია ორგანიზაციის საჭიროებებს და წინასწარ ხდება მისი, როგორც საჭიროებების, ასევე რესურსების შეფასება.

რა სარგებელს იღებს ორგანიზაცია?

🟡გუნდურ დონეზე: იზრდება ნდობა, თანაგრძნობა და ემოციური ჩართულობა. უმჯობესდება კომუნიკაცია და საერთო მიზნებზე ფოკუსი.

🟡 ინდივიდუალურ დონეზე: მონაწილეები სწავლობენ სტრესისას საკუთარი ემოციური რეაქციების ცნობას და მართვას. ამასთანავე, იწაფებიან საკუთარი სურვილების, საჭიროებებისა და წუხილების მართებულად გამოხატვაში.

🟡სტრუქტურულ დონეზე: ორგანიზაცია საკუთარი სტრატეგიებს, პროცესებსა და მართვის სტილს ხდის უფრო მთლიანობითს და ჰუმანურს. აღნიშნული აუმჯობესებს დასაქმებულების ემოციურ-სხეულებრივ კეთილდღეობას, შესაბამისად - მათ ქმედუნარიანობას.

© 2025. Paata Alaverdashvili. Homeostasis.

123_edited_edited.png
bottom of page