top of page
photo_web_edited.jpg

გამარჯობა

მე ვარ პაატა ალავერდაშვილი — ფსიქოთერაპევტი, ტრენერი და გამოცდილებითი სწავლების ფასილიტატორი. ჩემი საქმიანობა აერთიანებს შინაგანი ოჯახის სისტემების თერაპიას (IFS), თვალის მოძრაობით დესენსიტიზაციას და რეპროცესირებას (EMDR) და პოლივაგალური თეორიის პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომებს. მომსახურებას ვთავაზობ როგორც ინდივიდებს, ასევე ჯგუფებსა და ორგანიზაციებს.

 

ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სესიისას თუ ჯგუფთან მუშაობისას ჩემი მთავარი ძალისხმევა მიმართულია, რომ შევქმნა დაცული სივრცე გულისხმიერებით, პატივისცემითა და თანაგრძნობით. მჯერა, რომ ასეთ სივრცეში ადამიანს ცხადად შეუძლია საკუთარ თავთან და სხეულთან თვითლმობიერი კავშირის ჩამოყალიბება, საწუხარის ინტეგრირება და სხვებთან ურთიერთობების გადააზრება.

  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Instagram

გმადლობთ ჩემს ვებ-გვერდზე სტუმრობისთვის.

 

2013 წელს მივიღე ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2023 წელს, მივიღე მაგისტრის ხარისხის ფსიქოტრავმატოლოგიაში. აგრეთვე, გავიარე საკვალიფიკაციო მომზადების ტრენინგი შინაგანი ოჯახური სისტემის თერაპიის მეთოდში (IFS) გერმანიაში; EMDR თერაპიაში გავიარე საკვალიფიკაციაო კურსი საქართველოს EMDR ასოციაციაში; ამერიკული Polyvagal Institute-გან მიღებული მაქვს კვალიფიკაცია პოლივაგალური თეორიის მიდგომაში.

 

ჩემი გამოცდილება მხოლოდ თერაპიული კაბინეტებით არ შემოიფარგლება. 2011 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში — ვაორგანიზებდი, ვფასილიტატორობდი და მხარს ვუჭერდი თვითორგანიზებულ ჯგუფებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ეს გამოცდილება დღემდე მოქმედებს ჩემს პროფესიულ მიდგომებზე — განსაკუთრებით იმ მიმართულებით, თუ როგორ უნდა შეიქმნას ემოციურად მგრძნობიარე და ინტელექტური, თანარეგულირებული და ტრავმის მიმართ მგრძნობიარე გარემო ორგანიზაციებსა და გუნდებში.

 

ჩემი პროფესიული საქმიანობა აერთიანებს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მეთოდებს და ცოცხალი ურთიერთობების მნიშვნელობის პატივისცემას. ჩემი, როგორც ფსიქოთერაპევტის და ტრენერის, საქმიანობა უკავშირდება ნერვული სისტემის სიბრძნის გაცნობიერებას და ინდივიდუალური კეთილდღეობის გაუმჯობესაბას და კოლექტიურ ტრანსფორმაციას.

 

მე მჯერა, რომ პიროვნების უკეთ გახდომის, ლხინების პროცესი არ არის მხოლოდ ინდივიდუალური პროცესი, არამედ ეს არის ურთიერთობითი, კულტურული და სოციალური აქტიც.

ჩემ შესახებ

© 2025. Paata Alaverdashvili. Homeostasis.

123_edited_edited.png
bottom of page